ფოთის სამკერვალო საწარმოში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

Zugdidi Daily

ფოთში სამკერვალო საწარმო "აჭარა ტექსტილში" დასაქმებულებს შორის კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევა 116-მდე გაიზარდა. "უახლესი მონაცემით, ციფრი გაზრდილია 116-მდე. აქედან 25 არის ფოთის მცხოვრები" , - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. გუშინ დილით, "აჭარა ტექსტილში" 56 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსზე შეამოწმეს ფოთის სამკერვალოს 400 თანამშრომელი. 56-ს ვირუსი დაუდასტურდა. ყველა მათგანი უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტები არიან. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ფოთი #ახალიამბები #zugdididaily წყარო: ლაივპრესი