ჯარიმები და ახალი აკრძალვები
Sokhumi Daily
შეზღუდვების ახალი წესი შემოვიდა აფხაზეთში 9 აპრილის საღამოს. ვალერი ბგანბას გადაწყვეტილებით, 11 აპრილის 00:00 საათიდან მთელ აფხაზეთში დაწესდება აკრძალვა ქუჩებში, სანაპიროებზე, მოედნებზე, პარკებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.
ახალი წესების დარღვევა ისჯება პირველად გაფრთხილებით, მეორე - ჯარიმა 3 000 რუბლი. იმ შემთხვევაში თუ თვითიზოლაციის რეჟიმი ირღვევა, ჯარიმდება 5000 რუბლის ოდენობით.
იზოლირებული რეჟიმის დარღვევა მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც COVID-19– ის სავარაუდო დაავადებასთან არის დაკავშირებული და თუ დაირღვა რეჟიმი იმ შემთვხვევაში ჯარიმა განისაზღვრება 10 000 რუბლის ოდენობით.
ვინც ვირუსით დაავადებულია ან და არ იმყოფება იზოლაციაში 20 000 რუბლით ჯარიმდება.
თუ გადაწყვეტთ დაარღვიოთ კულტურული, ფიზიკური აღზრდის, სპორტული, გასართობი, საგამოფენო და სხვა ღონისძიებების დროებითი შეჩერების წესი, ასევე ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტების შეჩერება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერაცია, ჯარიმა იქნება 5000 რუბლი, თანამდებობის პირებისთვის - 15,000 რუბლი, იურიდიული პირებისთვის და ინდმეწარმეებისთვის - 20,000 რუბლი.
ისინი, ვინც ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, და მოსახლეობის და ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ ზომებს, მედიის, ინფორმაციისა და სატელეკომუნიკაციო ქსელებში დაისჯებიან ჯარიმით. მოქალაქისათვის ასეთი ჯარიმა 15 000 რუბლს შეადგენს, თანამდებობის პირებისთვის - 30,000 რუბლს, იურიდიული პირებისთვის - 50,000 რუბლი.
საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში მოქმედებს 20 აპრილამდე. აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ ექიმებს მიმართა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის.
#ჯარიმები
#კორონავირუსი
#SokhumiDaily