მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სატვირთო მანქანის მძღოლები თავს კარგად გრძნობენ
Tbilisi Daily
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სომხეთიდან გადმოყვანილი სატვირთო მანქანის მძღოლები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ და, სავარაუდოდ, მალე გამოჯანმრთელდებიან.
,,მათი მდგომარეობა არ არის მძიმე უკვე დაავადების დაახლოებით მეცხრე და მეათე დღეა. თუ ათი დღის განმავლობაში არ იქნება ხოლმე დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყებათ ხოლმე გამოჯანმრთელება. ეს ორი პაციენტიც ასეთ სიტუაციაშია", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
#მარინაეზუგბაია
#სომხეთი
#სატვირთო
#მანქანა
#მძღოლი
ი