კორონავირუსი ენგურჰესის კიდევ 22 თანამშრომელს დაუდასტურდა
Sokhumi Daily
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებლის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით კორონავირუსი ენგურჰერისის კიდევ 22 თანამშრომელს დაუდასტურდა.
მისი თქმით, გალის რაიონში კორონავირუსის სულ 28 შემთხვევა გამოვლინდა, ტესტირება კი 717 მოაქალაქეს ჩაუტარდა. მან აღნიშნა, რომ ინფიცირებულებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ არც ერთ მოქალაქესთან კონტაქტი არ ჰქონიათ, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან მათი გადმოყვანა ჯერ-ჯერთობით ვერ ხერხდება.
ინფიცირებულების გადმოყვანა დღეს იგეგმება. გადმოყვანისთანავე ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განთავსდებიან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ენგურჰესი #გალი
#SokhumiDaily