კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში , თბილისში 99, იმერეთში კი 59 დაფიქსირდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა. „გამოვლინდა 549 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 348 შემთხვევა, თბილისში - 99 , იმერეთში - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 19 ,მცხეთა - მთიანეთში - 10“,- განაცხადა ენდელაძემ. მისი თქმით დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია და ასევე გამოჩნდა რაჭა-ლეჩხუმის 1 შემთხვევა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა - 58.