აშშ-ი კიდევ რამდენიმე ჩინურ კომპანიზე გაავრცელებს სავაჭრო სანქციებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს ათობით ჩინურ კომპანიაზე გაავრცელოს სავაჭრო სანქციების რეჟიმი, რაც პეკინის აზრით არის „უსამართლო“ და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს დაძაბულობას ორი ქვეყნის დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობის მხრივ.
როგორც სააგენტო „როიტერსისათვის“ გახდა ცნობილი სარწმუნო წყაროსგან, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო სანქცირებულ „იურიდიულ პირთა სიას“ გაზრდის კიდევ 80 კომპანიით, რომელთაგან ნახევარზე მეტი ჩინური იქნება.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო აქტიურად ზრდის ამ შავ სიას, რომელშიც უკვე შედიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა სატელეკომუნიკციო კორპორაცია Huawei და ათობით მასთან დაკავშირებული სუბიექტი.
გავრცელებული ცნობით, სანქციები შეეხება ასევე ჩინეთის უმსხვილეს კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელ კომპანია SMIC-ს, ჯამში ჩინეთის ეკონომიკის საკვანძო სფეროებში მოქმედ 275-ზე მეტ ომპანიას.
სიაში, ჩინურის გარდა შედიან ირანული კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. მგრძნობიარე საქონლით ვაჭრობენ.
აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა მიმდინარე წელს ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსის ეპიდემიის, პეკინის მიერ ჰონგ-კონგის ავტონომიური უფლებების შეზღუდვისა და სამხრეთ ჩინეთის ზღის რეგიონის მილიტარიზაციის გამო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31007502.html
#ახალი_ამბები
#twitter