ირანული ნავთობი ვენესუელასთვის
Headline
5 ერთეული ირანული ტანკერი ვენესუელასკენ მიემართება. ორივე სახელმწიფო ამერიკის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც მათ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას უკრძალავს.
ზოგადად ვენესუელას ნავთობის უზარმაზარი მარაგები აქვს, მაგრამ ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანაში საწვავის მწვავე დეფიციტია.
ოფიციალური კარაკასისა და თეირანის განცხადებით, ისინი მზად არიან შეერთებული შტატებიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ვენესუელასთვის საწვავის მიწოდების აღკვეთას ეცდება.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Iran
#Venezuela
#economy
#sanctions
#oil
#USA
#headline