ონლაინ კონფერენცია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლებისთვის ონლაინ კონფერენცია გაიმართა. ისაუბრეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდზე, საერთაშორისო კონტექსტზე, საბჭოთა ოკუპაციაზე, საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.