თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმელებიც შეუერთდებიან 

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბათუმის დრამატულ თეატრთან შეკრებილებმა მოქალაქეებმა განაცხადებეს, რომ სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან, ბათუმში თბილისიდან ჩამოვიდნენ და სტუდენტი თანამოაზრეები შეაგროვეს აქციაზე წასასვლელად: "არცერთი პოლიტიკური პარტიის წწვრი არ ვარ. უბრალოდ ევროკავშირმა დაგვიწესა რაღაც პუნქტები და თუ ამას შევასრულებთ, გვაქვს შანსი ვიყოთ ევროკავშირის წევრი. ჩვენი მოთხოვნაა, შესრულდეს ეს პუნქტები" - ამბობს თსუ-ის სტუდენტი სოფიკო მოლაშხია.  სტუდენტებთან ერთად თბილისში დაგეგმილ აქციაზე ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც გაემგზავრნენ. ფრაქციის თავჯდომარემ, ლაშა კილაბერიამ თქვა, რომ 100 ზე მეტი სტდენტი მიემგზავრება თბილისში დაგეგმილ აქციაზე, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ბათუმიდან მათ უერთდება. თბილისში 3 ივლისს, 20.00 საათისათვის დანიშნულ აქციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა 50 ზე მეტი მოქალაქე პარტია "ლელო საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის  დახმარებით. პარტიის წევრი გენო ტებიძე ამბობს, რომ ტრანსპორტირება ბათუმიდან იმ მოქალაქეებისთვის უზრუნველყვეს, რომლებმაც სათანადო სურვილი გამოთქვეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31926763.html

Source: radiotavisupleba.ge