რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან

Tbilisi Daily

დღეიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმებულია. 5 მაისიდან დაშვებულია: * ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა. თუმცა, სამშენებლო მასალების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ. *ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა, თუმცა ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურებისთვის საჭირო მასალის ადგილზე გაყიდვა მომსახურების შემადგენელი ნაწილია. *ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც; *ავტოტექმომსახურების ცენტრები და ავტოსამრეცხაოები ვალდებულები არიან დაიცვან შესაბამისი წესები. (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ) * ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის ამოქმედებამდე შესაძლებელია გამონაკლისის გარეშე. Kutaisi Batumi #news #შეზღუდვბი #კარანტინი #მთავრობა #სამშენებლო #ავტოტექმომსახურება #tbilisidaily #dailynews