ახალგაზრდა მამაკაცმა მამის და ბაბუის მკვლელობის შემდეგ მეზობლის მანქანა გაიტაცა და გაიქცა
Tbilisi Daily
მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუხრანში მომხდარი ორმაგი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორ ადგილობრივები ჰყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცმა მამის და ბაბუის მკვლელობის შემდეგ მეზობლის მანქანა გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილებს ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში აქვთ მიყენებული.მკვლელობა სოფელ მუხრანში გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს ცნობით, , ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.