გიორგი ვაშაძე უარს ამბობს "გირჩთან" და "მოქალაქეებთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე უარს ამბობს, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე, ინდივიდუალურად შეხვდეს "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებს. ასე გამოეხმაურა ვაშაძე ამ ოპოზიციური პარტიების ინციატივას ხელისფლებისთვის თვითმმართველობის არჩევნების ერთდგვარ პლებისციტად შეთავაზების შესახებ.
"მთავარია, დავინახოთ რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად სურს შეთანხმება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაც შეეხება შეხვედრას ჩვენსა, "გირჩისა" და ელისაშვილის წარმომადგენლებს შორის, მე თვითიზოლაციაში ვიმყოფები და ეს შეხვედრა ვერ შედგება და მნიშვნელოვანია, ეს საკითხი განვიხილოთ საერთო ფორმატში", - განაცხადა ვაშაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.
რამდენიმე დღის წინ მედიაში "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი შეთავაზებაა "თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობა პლებისციტის ანალოგ ღონისძიებად განსაზღვროს და დადგინდეს როგორია ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი".
"თუ აღმოჩნდა რომ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შემოდგომაზე "ქართული ოცნების" რადიკალურად საწინააღმდეგოდ შეიცვალა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ან 2020 წელსაც მოიპარა "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები და მართლაა ჩასატარებელი არჩევნები", - აცხადებდა ვახო მეგრელიშვილი, "გირჩის" ლიდერი.
31 ოქტომბრის არჩევნები 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერ ისევ არ შედის პარლამენტში. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 დეპუტატია. ისინი "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდნენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც ამავე პარტიის ლიდერებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31050850.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020