როგორი იქნება განახლებული facebook?
Tbilisi Daily
სექტემბრიდან ფეისბუქის კომპიუტერული ვერსია ყველასთვის ავტომატურად შეიცვლება.
განახლებული ვერსია გულისხმობს ტექსტების ზომის გაზრდას და გამოქვეყნებული პოსტების უფრო მკაფიო ხედვას.
განხლების შემდეგ დაჩქარდება ჩატვირთვის დრო, თქვენს „ფეისბუქს“ დაემატება ე.წ. dark-რეჟიმი, რაც მომხმარებელს თვალების დაძაბვისგან დაიცავს.
მომხმარებლების ნაწილი ახალ დიზაინზე უკვე გადავიდა. კომპანიის განცხადებით, სექტემბრიდან, ახალი დიზაინი სტანდარტი გახდება ყველა მომხმარებლისათვის.