ხაშურის ქალთა გუნდი მასტერლიგის გამარჯვებული გახდა

Gori Daily

დღეს ქალთა მასტერლიგის ფინალში ერთმანეთს თერჯოლისა და ხაშურის ქალთა გუნდები დაუპირისპირდნენ. აშკარა იყო ხაშურელთა უპირატესობა და შეხვედრა მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, ანაგარიშით 7:0 და რომ არა თერჯოლელთა გუნდის კიპერის, ვარდო ცაგურიას კარგი თამაში სხვაობა შესაძლოა კიდევ უფრო სოლიდური ყოფილიყო. თერჯოლა – ხაშური – 0:7 (0:4) ელენე ენჯიბაძე –3, ნინო ბუხრიკიძე–2, ირმა ლომიძე–2 თერჯოლა: ვარდო ცაგურია, ლიზი დვალი, თამთა ცაგურია, მარიამ ხარგელია, მადონა შალამბერიძე, ქეთევან ცაავა, მარიამ ჟორჟოლიანი, თეონა სტურუა, ანა ჯანელიძე, ნინო აბჟანდაძე, ნატა სამხარაძე ხაშური: ელენე ენჯიბაძე, ნინო ბუხრიკიძე, ლალი გორგაძე, ნატო მაზაიაშვილი, მარიამ გელაშვილი, მედეა ძამანაშვილი, სალომე გამრეკელი, ირმა ლომიძე, მარი დოიჯიშვილი, მანანა ლომსაძე, ლიზი ნიშნიანიძე, ლია გონგლაძე ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #სპორტი #გორი #goridaily