300 ლარიანი დახმარების მისაღებად განაცხადების წარდგენის ვადა იწურება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენის ვადა დღეს იწურება. ინფორმაციის დაზუსტება კი 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთაელექტრონულ ბაზაში, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე111 157 განაცხადიაშესული.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიის წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება ხელფასის ჩარიცხვა 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე.
'''შემოსავლების სამსახურშირეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულგანაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge.ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე,ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენდამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები'' - აღნიშნულია განცხადებაში.