ჯანმო დექსამეტაზონის გამოყენებაზე

Tbilisi Daily

დექსამეტაზონის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით არ არის რეკომენდირებული დექსამეტაზონის გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის და ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება. ამის შესახებ განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა. მისივე თქმით პრეპარატის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით არ შეიძლება. შეგახსენებთ 2 დღის წინ, ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიოს ახალი პრეპარატის შესახებ აცნობეს, რომელმაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ განსაკუთრებული ეფექტურობა აჩვენა. „დექსამეტაზონი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, ვისაც დაავადების მძიმე ფორმა აქვთ. ახლა არ არის აჩქარების და საკმაოდ სწარაფად კლინიკური პრაქტიკის შეცვლის დრო. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით საბოლოო მონაცემებს და სხვა კვლევების შედეგებიც უნდა ვნახოთ“,-აცხადებს მაიკ რაიანი ჯანმოს წარმომადგენელი