ბაჩალიაშვილის მანქანაზე დღეს კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდება

Tbilisi Daily

დღეს, ბაჩალიაშვილის საქმეზე ქვემო ქართლის დეპარტამენტში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი უწყებაშია დაბარებული. მისი თქმით, მან მანქანაში ბუზები აღმოაჩინა. „მსხვილი ბუზები აღმოვაჩინე მე მანქანაში, ალბათ თქვენც დაინახავთ. ოთახში სანამ შევდიოდი, კარებთან ვნახე. მაშინვე ვუთხარი ადვოკატს, ნახე ისეთი ბუზები, როგორიც მანქანაში იყო მეთქი. მე არაფერი არ მომითხოვია. რასაც ვითხოვ, ორი თვე გავიდა და არაფერზე პასუხი არ არის, ბუზებზე ხომ არ მოვითხოვდი არაფერს. ესენი თვითონ წელავენ, რაღაც ზღაპრულ სცენებს ქმნიან და დროს კლავენ. ჩანს ფაქტი თვალწინ. რაც საჭიროა, მკვლელის პოვნაა, არ ეძებენ და ბუზებს ეძებენ ხალხო”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშილმა.