დღეიდან ყველა სახის წარმოება და მაღაზიები გაიხსნება
Tbilisi Daily
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან იხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.
დღეიდან იხსნება ყველა საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან,
„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მიმდინარე კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
დღეიდანვე იხსნება ყველა სახის წარმოებაც, მათ შორის, საგამომცემლო საქმიანობა.
დღეიდანვე იხსნება ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისებიც, ასევე კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი.
დღეიდანვე ნებადართულია სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.