მზის ელექტროსადგურები 13 სკოლაში
Tbilisi Daily
ბათუმის 13 საჯარო სკოლის მზის ელექტროსადგურებით აღჭურვა მალე დაიწყება. დეტალებთან დაკავშირებით საჯარო სკოლების დირექტორებს აჭარის განათლების სამინისტროში სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით, სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ, მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სადგურების უშუალო მონტაჟი, თუმცა აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.