სარაკეტო იერიში განხორციელდა ერაყში მდებარე კოალიციური სამხედრო ძალების ბაზაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ერაყში აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის განცხადებით, სულ მცირე 10 რაკეტა ესროლეს სამხედრო ბაზას, სადაც ამერიკული და კოლაციაში შემავალი სხვა სახელმწიფოთა ქვედანაყოფებია განლაგებული.
სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო ანბარის პროვინციაში მდებარე აინ-ალ-ასადის საავიაციო ბაზა, რომელზეც შარშან იანვარში მასობრივი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ირანის მხრიდან.
ამერიკული სარდლობის პრეს-მდივნის, პოლკოვნიკ უეინ მაროტოს თანახმად, 3 მარტს სარაკეტო იერიში დილის 7,20 საათზე მოხდა, მაგრამ მას რაიმე მნიშვნელოვანი დანაკარგი არ მოჰყოლია. ცნობაში არაფერია ნათქვამი არც დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას კოალიციურ ბაზაზე განხორცელებული მორიგი სარაკეტო იერიშის უკან.
პირველადი ოპერატიული ინფორმაციით აღმოჩენილია ადგილი, საიდანაც განხორციელდა სარეკეტო იერიში.
აინ-ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალები და ერაყის არმიის ის დანაყოფები იმყოფებიან, რომლებიც ერთობლივად იბრძვიან ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ 3 მარტის სარაკეტო იერიშის ფონია, ქვეყანის ზოგიერთ ნაწილში უსაფრთხოების გარემოს გაუარესება. თებერვლის შუა რიცხვებში ჩრდილოეთ ქურთისტანის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე განხოციელდა სარაკეტო იერიში, რომლის დროს დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე ამერიკელი და სხვა ეროვნების სამოქალაქო კონტრაქტორი. ამ და სხვა სარეკეტო იერიშების პასუხად გასულ კვირაში აშშ-მა სარაკეტო იერიშები განახორციელა აღმოსავლეთ სირიაში მდებარე, ირანის მიერ მხარდაჭერილ ექსრემისტთა სამხედრო ობიექტებზე.
მიუხედავად ერაყში უსაფრთხოების ვითარების გაუარესებისა, ქვეყანას 5 მარტს ესტუმრება რომის პაპი ფრანცისკე.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31131011.html
#ახალი_ამბები
#twitter