პრეზიდენტი ვერ დაარღვევს წესს და კანონს — ზურაბიშვილი აღდგომას ეკლესიაში არ წავა
On.ge
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წელს სააღდგომო წირვას არ დაესწრება. მისი თქმით, პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს ყველასთვის. პრეზიდენტის მიმართვა რუსთავი 2-მა გაავრცელა.
"ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ვილოცებთ, დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი, ასევე, ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
#news
#politics
https://on.ge/story/53841-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90