2 ახალი შემთხვევიდან ერთი შიდა გადაცემაა, მეორე - გერმანიის კლასტერი - მაკა სოლოღაშვილი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140404 ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში დღეს კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა. ჯამში, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პაციენტს მკურნალობენ. “ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 14 პაციენტი. აქედან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდ 19. გუშინდელი კვლევიდან 2 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი და ორი პაციენტი დღეს ჩაერთვება კვლევაში. დადასტურებული პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ძველ 5 პაციენტში შეინიშნება გამოჯანმრთელების კარგი ტენდენცია. ამ დღეებში მოხდება ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება და შემდგომ დადგება მათი გაწერის საკითხი. ორი შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის შიდა გავრცელება, მეორე პაციენტი არის გერმანიის კლასტერი, რომელთანაც გამოხატული იყო პნევმონია გარკვეული პერიოდის მანძილზე”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.