ოკუპირებული აფხაზეთი კოვიდ-19-თან საბრძოლველად მოხალისე სამედიცინო პერსონალს იხმობს

Sokhumi Daily

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გუდაუთის საავადმყოფოს ექიმების დასახმარებლად, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, მოხალისეებს იხმობს. „კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, აფხაზეთში ექიმები ბევრს მუშაობენ, იღლებიან და ავადდებიან. დღეს პერსონალის დეფიციტია, ვინაიდან პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის „ჯანდაცვის სამინისტრომ“. აღნიშნა რა, რომ სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია, „ჯანდაცვის სამინისტრომ“ განაცხადა, რომ გუდაუთის საავადმყოფოში დაბალი რანგის სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა. უწყებამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ იმ ფონზე, პანდემიის დროს საავადმყოფოს მუშაობასთან მიმართებით კრიტიკა როდესაც სულ უფრო იზრდება, სამედიცინო პერსონალს დახმარებს ძალიან ცოტა ადამიანი სთავაზობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა #გუდაუთა #კორონა #covid19_ #ვირუსი