მასწავლებელი ჩხოროწყუდან, რომელიც მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნიკის შეგროვებას ცდილობს.

Zugdidi Daily

მასწავლებელი ჩხოროწყუდან, რომელიც მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნიკის შეგროვებას ცდილობს. ჩხოროწყუს აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ შესაბამისი რესურსები იმითვის, რომ გაკვეთილებს ონალინ რეჟიმში ჩაერთონ. ერთ-ერთი მათგანი, ამავე სკოლის მე-7 კლასელი და-ძმა არიან, ისინი უმეტესად ვერ ახერხებენ საგაკვეთილო პროცეში ჩართვას. ამასთან დაკავშირებით სკოლის მასწავლებელი სოფო გოგოხია ამბობს: „მათ ოჯახში მხოლოდ ერთი მოწყობილობა-ტელეფონი აქვთ, ტელეფონი კი დედისაა, მაგრამ დედა მუშაობს და საღამომდე სახლში ვერ მოდის. ამიტომ ბავშვები ხშირად ვერ ახერხებენ ონლაინგაკვეთილებზე ჩართვას.“ სოფო გოგოხია ამ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელია და მისი თქმით მის კლასში კიდევ 6 მოსწავლე არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით. ამის გამო სოფო როგავამ მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნიკის შეგროვება გადაწყვიტა. სოfო გოგოხია ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს : „ჩემმა ყოფილმა მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა შემომთავაზეს დახმარება, რომ თუ მოვიძიებდით კომპიუტერის ნაწილებს, ისინი შეაკეთებდნენ და ააწყობდნენ. ორი კვირაა დაახლოებით რაც ვაგროვებთ, ზოგი რამ გამოდგება, ზოგი არა, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ და უკვე 3 ბავშვს მივაწოდეთ კომპიუტერი. ხვალ ან ზეგ და-ძმასაც მივცემთ. აღმოჩნდა, რომ პრობლემა უფრო მოწყობილობაშია, რადგან ინტერნეტი უმეტესად აქვთ, მაგრამ ხშირად ოჯახში ერთი ტელეფონია, რაც სასწავლო პროცესისთვის არ არის საკმარისი. იყო ისეთი ოჯახიც სადაც ინტერნეტი არ ჰქონდათ, მაგრამ ის მოხალისეობრივად ერთ-ერთმა ორგანიზაციამ დააფინანსა.“ ამათთან ამ სკოლაში მყოფ კიდევ რამდენიმე მოსწავლეს არ მიუწვდება ხელი კომპიუტერულ ტექნიკასთან. #ჩხოროწყუ #აფხაზეთისსკოლა #მოსწავლეები #მასწავლებელი #კომპიუტერულიტექნიკა #პრობლემები #zugdididaily