თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებულია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეფერხებულია თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა.
წინასწარი ინფორმაციით, ხარვეზი დაახლოებით 09:30 საათისთვის დაფიქსირდა მეტროს საბურთალოს ხაზზე. კონკრეტული ტექნიკური პრობლემის გამოვლენის და მოგვარების მიზნით სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30814283.html
#ახალი_ამბები
#twitter