student.moh.gov.ge - საიტი სოცდაუცველი სტუდენტების დაფინანსებისთვის

Tbilisi Daily

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით, პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე. „ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. სტუდენტის მშობელი რეგისტრაციისას უთითებს: ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს; ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს. დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.