ნედ პრაისი: რუსეთის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული შესაბამისი ზომები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პირველივე დღიდან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა „რუსეთის რეჟიმს პასუხი აგებინოს თავისი მტრული ქმედებებისთვის ყველა მიმართულებით“. ამის შესახებ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა. მისი ეს პასუხი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოზიციის გამკაცრებას ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ. „რა თქმა უნდა, ამ ადმინისტრაციის მუშაობის პირველ დღეებში ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი რეპრესიებისა რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ესარგებლათ რუსეთის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ნედ პრაისმა დასძინა, რომ ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი „განიხილავენ მოსკოვის მთელ რიგ მტრულ ქმედებებს“, რომლებიც უკავშირდება როგორ ალექსეი ნავალნის საქმეს, ასევე ზოგადად ადამიანის უფლებების დარღვევას. უწყებების მიერ მიღებული დასკვნების საფუძველზე რუსეთის წინააღმდეგ „რაც შეიძლება მალე“ მიღებული იქნება შესაბამისი ზომები, თქვა ნედ პრაისმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31095131.html #ახალი_ამბები #twitter