გარემოვაჭრეები ვაჭრობის უფლებას ითხოვენ
Tbilisi Daily
გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გასაყიდი ნივთები მიიტანეს და წერეთლის ქუჩაზე ვაჭობის უფლებას ითხოვენ. თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას გარემოვაჭრეებს, რომლებიც მასთან შესახვედრად მივიდნენ, არ მოუსმინა. უცნობია ახლა მიიღებენ თუ არა მოვაჭრეები მთავრობის თავმჯდომარის პასუხს.
ვაჭრობის განახლებას რამდენიმე დღეა ცდილობენ, თუმცა მათ მუნიციპალური ინპექცია ამის უფლებას არ აძლევს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ საარსებო წყარო აღარ აქვთ და თუ არ მისცემენ ვაჭრობის საშუალებას, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესება. ბათუმის მერიამ მათ ადგილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ
ტერიტორია სტრატეგიული არ არის, შესაბამისად, საქონელსაც ვერ ყიდიან. შეკრებილები, ასევე, მოითხოვენ, რომ მათ ხელისუფლებამ პანდემიის დროს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს და ფულადი დახმარება გაუწიოს.