ქართული გასტრონომიული საიდუმლო

Zugdidi Daily

ინგრედიენტები: 2 კოვზი ქერის ფქვილი 3 თავი ნიორი წითელი წიწაკა მარილი მომზადება: 2 სუფრის კოვზი ქერის ფქვილი გავხსნათ 1 ჭიქა ცივ წყალში. ცალკე ავადუღოთ 1 ლიტრი წყალი და ადუღებულ წყალში ეს მასა თანდათან ჩავასხათ. ვადუღოთ 10 წუთი. ვურევთ გამუდმებით, დუღილისას რომ არ გადმოვიდეს. შემდეგ ვამატებთ  დაჭყლეტილ ნიორს, წითელ წიწაკას და მარილს გემოვნებით. გამოდის  შესქელებული სუპი, რომელიც ცხელი უნდა მივირთვათ. ლცფექი გაციების უებარი წამალია! „სად იყო კორონა,როცა სვანები ჩვენი ტრადიციული,ნატურალური წამლებით თავს ვირჩენდით და ვცხოვრობდით ჯანსაღად..!“ - წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი და აქვე, მოკლედ გვიზიარებს ლცფექის შესახებ ინფორმაციას. „ლცფექი ტრადიციული სვანური, უებარი წამალია - არც კორონა მოგეკარებათ და არც სხვა რამ. მოკლედ, მეგობრებო, გაგაცნობთ ბევრისთვის ცნობილ, ბევრისთვის მივიწყებულ და ბევრისთვის სრულიად უცნობ, უებარ და უგემრიელეს „წამალს“ ლცფექს. ეს არის გაციებისა და გრიპის(სვანური) წამალი, აქვე დავსძენ, რომ ოდითგანვე ეს ეხმარებოდა სვანეთს ეპიდემიების დროს, ერთ-ერთი გაგიგიათ, ალბათ, "ისპანკა" რომელიც XIX საუკუნეში იყო საქართველოში, რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დაიღუპა და თუმცა ლცფექმა გადაარჩინა სვანეთი. პირადად მე, ბავშობიდან მახსოვს, ბებიაჩემი ყოველთვის გვიკეთებდა, მე ძალინ მომწონდა მისი გემოც და საკმაოდ ვეტანებოდი, შესაბამისად მთელი ბავშვობა ისე გავატარე, რომ არ მახსოვს გრიპი მქონოდეს, 1-2-ჯერ მსუბუქად თუ გავციებულვარ და ისიც "ლცფექის" წყალობით მომიშორებია. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე სულ ვამზადებ,როგორც კი გაციებას ვიგრძნობ...ზუსტად ამ კვირაში გავცივდი, გრიპი ავიკიდე, წამლების მიღება არ მიყვარს, სახლის პირობებში ვუვლიდი თავს - ჩაი, თაფლი, ლიმონი, რძე და ა.შ.. შემდეგ "ლცფექი" გამახსენდა, 2 დღეა რაც მივირთმევ და, რაღა თქმა უნდა, უკვე კარგად ვარ.“ სვანური ლცფექი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ძველ საქართველოში, ფუძე კი სვანეთია. ვფიქრობთ, დროა ჩვენი ეს გასტრონომიული საიდუმლო ყველასთვის ცნობილი გახდეს, ახლა, პანდემიის პერიოდში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება კარგი იმუნიტეტი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. ფოტო: ქეთევან ადეიშვილი #ახიამბები #გასტრონომია #კულინარია #კომენტარი #სვანეთი #მივიწყებულიკერძი #zugdididaily