კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ამერიკა პირველ ადგილზეა

Mediamall

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოვლენები დრამატულად ვითარდება. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთის მაჩვენებელს გადაუსწრო. ამ მომენტისთვის, ქვეყანაში ინფიცირების 81 996 შემთხვევაა აღრიცხული, რაც ჩინეთისას 711-ით აღემატება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსულ ინფექციას აშშ-ში 1 177 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1 864 გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების მთავარი ეპიცენტრი ნიუ-იორკის შტატია, სადაც 37 738 შემთხვევაა გამოვლენილი. #usa #covid19 #stopcovid19 #coronavirus