კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 4-ის წყაროა დაუდგენელი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4-ის წყარო კი უცნობი და მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის თვალსაზრისით. რაც შეეხება დანარჩენებს, მათგან მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 8 პაციენტი დადასტურებულ პირთან კონტაქტებია, 7კი  შემოტანილი შემთხვევაა და მათ შორის 4 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის საქართველოს კოვიდცენტრებში ვირუსის დადასტურებული შემთხვევით სულ 262 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16 მძიმე, უმრავლესობა კი საშუალო სიმძიმის. მარინა ეზუგბაიას თანახმად, მსუბუქი მიმდინარეობა დაავადებულთა მცირე ნაწილში აღინიშნება. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 20-ით გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1568 შეადგინა. 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ამ დროისათვის მათი რიცხვი 1279-ია, გარდაცვლილია 19 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30818394.html #ახალი_ამბები #twitter