შატილის გზაზე დაღუპულთა ოჯახის წევრებს მთავრობა დაეხმარება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს მთავრობის ადმინისტაციის ცნობით, მზად არიან დაეხმარონ შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს. საუბარია, უცხოეთიდან ჩამოსვლის მსურველებზე. მათ მთავრობა, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში დაეხმარება.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას.
განცხადების თანახმადად ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.
„საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებაში, რათა მათ დროულად მოახერხონ საკუთარ ოჯახებთან ჩამოსვლა“,- ნათვამია განცხადებაში.
23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30801852.html
#ახალი_ამბები
#twitter