დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკებს Challenger 2-ს გადასცემს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, ისე უკრაინის პრეზიდენტი, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კომუნიკეში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი გეგმავს უკრაინას გადასცეს ტანკები Challenger 2. ბიბისის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია 12 ერთეულზე. „პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს სურვილი, გაზარდოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მათ შორის Challenger 2 ტანკებითა და დამატებითი საარტილერიო სისტემით“, - ნათქვამია განცხადებაში. ზელენსკი მადლობას უხდის სუნაკს და ტვიტერში წერს: „ეს გადაწყვეტილება არა თუ გვაძლიერებს ჩვენ, არამედ უგზავნის სწორ სიგნალს სხვა პარტნიორებს“.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32223326.html

Source: radiotavisupleba.ge