153 გარდაცვლილი და 6 ათასამდე ინფიცირებული რუსეთში
Tbilisi Daily
რუსეთში კორონავირუსის 5 842 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 783 328-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 153 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 12 580-მდე გაიზარდა.
ვირუსის დამარცხება 562 384-მა ადამიანმა შეძლო.
რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა.
#ახალიამბები