საქსტატი: მაისში საქართველოს ეკონომიკა 11,6%-ით გაიზარდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქასტატის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წლის მაისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,6 პროცენტით გაიზარდა. 11,2 პროცენტით არის ქვეყნის ეკონომიკა გაზრდილი მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში.
"2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა", - წერია საქსტატის გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის მაისში წლიური ინფლაცია 13,3 პროცენტი იყო. წლიურად 10 პროცენტიან ინფლაციის ნიშნულს საქართველო 2021 წლის ივლისის შემდეგ გადასცდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31922601.html
Source: radiotavisupleba.ge