FAO-ს ფასების ინდექსმა თებერვალში, კალათის ყველა პროდუქტზე მოიმატა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლოკალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი,შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - თებერვალში, გაიზარდა და 116.0 ქულა შეადგინა.
აღნიშნული ქულა, 2020 წლის იანვრის ფასებს 2.4%-ით აღემატება, ხოლო წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს26.5%-ით.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შაქრის ფასების ინდექსი იანვართან შედარებით - 6.4%-ითაა მომატებული.ფასების ზრდა, შაქარზე გაზრდილმა მოთხოვნამ და მწარმოებელ ქვეყნებში,ინდოეთსა და ტაილანდში, პროდუქციის დაგეგმილზე ნაკლებმა წარმოებამგამოიწვია.
2012 წლის აპრილის შემდგომ, თავის მაქსიმუმს მიაღწია მცენარეული ზეთების ფასების ინდექსმა. იანვართან შედარებით, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსი6.2%-ითაა გაზრდილი. ფასი გაზრდილია მცენარეული ზეთის (პალმის, სოიო, მზესუმზირა და სხვა) ყველა სახეობაზე.
1.7%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდისმიზეზს, ჩინეთის მხრიდან კარაქზე გაზრდილი მოთხოვნა და ევროპაში, რძისდაბალი წარმოება წარმოადგენდა.
კარაქისგან განსხვავებით, ფასებიშემცირებულია ყველზე, აღნიშნულის მიზეზი შტატებში არსებული პროდუქტის
უხვი მარაგებია.
FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი, გაზრდილია 1.2%-ით. ჩინეთშიპროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე - 17.4%-ით მოიმატა ფასმა სორგოზე.
რაც შეეხება, სიმინდს, ხორბალსა და ბრინჯს, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასიმეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.
იანვართან შედარებით, 0.6%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდამეტწილად განპირობებული იყო მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანიპირუტყვის ხორცის შემცირებული მარაგებით, მაშინ როცა, ღორის ხორცზე ფასების შემცირება, სწორედ პროდუქტის უხვმა მარაგმა გამოიწვია.