ნაცმოძრაობის მორიგი სიცრუე მე-19 უბანზეც გამოაშკარავდა - ლადო მგალობლიშვილი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ლადო მგალობლიშვილი პირად ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ნაცმოძრაობის მორიგი სიცრუე და ცილისწამება გამოაშკარავდა.
'ნაცმოძრაობის მორიგი სიცრუე და ცილისწამება გამოაშკარავდა...
არასამთავრობოების თანდასწრებით მოხდა საქართველოში ყველაზე 'გაყალბებული' და 'სკანდალური' ბათუმის მე-19 უბნის გადათვლა.
გადათვლის შედეგად ყველა პარტიის მონაცემი აღმოჩნდა ზუსტი. მხოლოდ ქართულ ოცნებას ჰქონდა დაკლებული 13 ხმა აჭარის პროპორციულზე.
ამ უბანზე შეცდომით 4 ოქმის მონაცემები დაჯამებული იქნა ერთ ოქმში.
დაპაკეტებული დალუქული მონაცემები სრულად დაემთხვა ოქმების ჯამს.
პ.ს იმედია ბოდიშს მოიხდის ყველა ის ადამიანი ვინც ამ უბანზე ავრცელებდა დეზინფორმაციას სკანდალური გაყალბების შესახებ. ყოველი გადათვლის შედეგად ნაცმოძრაობის ტყუილები საპნის ბუშტივით სკდება! - წერს ლადო მგალობლიშვილი'