კანონიერი ქურდის დაკავება წალენჯიხაში.

Zugdidi Daily

წალენჯიხაში, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული რევაზ უბილავა – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ დააკავეს. ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. ის წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა და დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ. შსს ცნობით, გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. #წალენჯიხარ #სამეგრელო #დაკავება #კანონიერიქურდი #ოკუპირებულიაფხაზეთი #zugdididaily