ენგურმა ცხედარი გამორიყა - გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას ცდილობდა
Tbilisi Daily
სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. იგი სოფელში ადგილობრივებმა იპოვეს, რის შემდეგაც გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს.
მამაკაცი, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლას მდინარით ცდილობდა.