საბავშვო ბაღებში სათამაშოს მიტანა აკრძალული იქნება, მშობელი ბაღის შენობაში ვერ შევა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საბავშვი ბაღების შენობაში მშობელს შესვლა აკრძალული ექნება, ბავშვებს კი ეკრძალებათ შინიდან სათამაშოების მიტანა, ამ და სხვა რეგულაციების თაობაზე ისაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი, განმარტებით დეტალური რეკომენდაციები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. კონკრეტული ბაღები კი ფუნქციონიორებას ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძლევზე მიღებული დადებითი შეფასების შედეგად შეძლებენ.
„ბაღებში იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში, ბაღის ადმინისტარციის თანამშრომელმა უნდა მიიღოს ბავშვი და მანვე უნდა განახორციელოს შემდგომი პროცედურები“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.
წესდება შეზღუდვები ბაღიდან ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით.
„ვინაიდან მშობელი ბაღის ტერიტორიაზე ვერ შევა, ბავშვის გამოყვანამდე მინიმუმ 10 წუთით ადრე, მან უნდა დარეკოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და მოითხოვოს რომ ბაღიდან ბავშვი გაიყვანოს და შესასვლელში მიუყვანონ ბავშვი“,- განმარტა ბექა ფერაძემ.
ბაღის შენობაში გამოყოფილი უნდა იყოს შესაბიმისი საიზოლაციო ოთახი, სადაც ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს მოათავსებენ.
ბექა ფერაძის განმარტებით, ბაღების გახსნამდე პერსონალს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი, თუ როგორ იმოქმედონ ბავშვებთან.
ასევე განსაზღვრულია რეკომენდაციები ჭურჭლის და სათამაშოების რეცხვასთან დაკავშირებით.
„იკრძალება სახლიდან სათამაშოების წამოღება, ასევე იკრძალება ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფექციაც რთულად განსახორციელებელია. სათამაშოები უნდა გაირეცხოს 37% ზე და დეტალურად იქნება აღწერილი როგორ უნდა გაშრეს ისინი“,- განაცხადა ბექა ფერაძემ.
უსაფრთხო დისტანციის დაცვისთვის კი სპეციალური სტიკერების გაკვრა იქნება სავალდებულო. დისტაციის დასაცავად გეგმა ბაღების ადმინისტაციამ უნდა შეიმუშაოს.
1 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები ბავშვების მიღებას შეძლებს. გადაწვეტილება საკოორდცინაციო საბჭოს სხდომის შემდგე გახდა ცნიბილი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30803457.html
#ახალი_ამბები
#twitter