თბილისის 5 რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

Tbilisi Daily

სხვადასხვა სამუშაოების გამო 24 დეკემბერს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, კაჭარავას, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მეტეხის აღმართის, მეველეს, იორის, რუისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის და ჯორბენაძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, თოფურიძის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, დავით ნიშნიანიძის, რომელაშვილის და ლეკიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, კოსტავას, თუმანიშვილის, როდენის, ჭიაურელის, შარაძის, ღამბაშიძის, მახარაძის, თარხნიშვილის და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.