პანდემიის ფონზე, მინსკში 9 მაისის სამხედრო აღლუმი გაიმართა

Tbilisi Daily

მინსკმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიებები არ გადადო. ბელარუსის დედაქალაქში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმში 3000-მდე სამხედრო პირი მონაწილეობდა. 150-ზე მეტი მძიმე ტექნიკა. 40-მდე სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი. აღლუმზე ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პანდემიის გამო აღლუმი არ გადაიდო. „ამ შეშლილ სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგვგმობენ ამ წმინდა მოვლენის ჩატარებისთვის, ნუ განგვსჯით, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გქონდა და რომც გვქონოდა, მაინც ასე მოვიქცეოდით“,-აღნიშნა ლუკაშენკომ. მისივე თქმით, მას არ ჰქონდა უფლება დღესასწაული გადაედო. „იმიტომ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ჯარისკაცების, წამებული პარტიზანების თვალები შემოგვყურებენ. მათ სიცოცხლე სურდათ, მაგრამ ამ საშინელ ომში დაიღუპნენ. დაე, წელს მინსკში გამართული სამხედრო მარში, იყოს ერთადერთი პოსტსაბჭოთა კავშირში, მთელი საბჭოთა გამარჯვების სიმბოლო გახდეს“,-დასძინა ლუკაშენკომ. #კორონავირუსი#პანდემია#მინსკი# 9 მაისი#აღლუმიTbilisiDaily# DailyNews