მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

Tbilisi Daily

მაშველებმა მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მაშველები ცხედრის წყლიდან ამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ. ადგილზე შსს-ს და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მაშველებმა მტკვარში ახალგაზრდა ქალის ცხედარიც იპოვეს, რომელიც ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელია.