დღეს გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება

Tbilisi Daily

ადვოკატები სასამართლო პროცესზე გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვენ. პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. დაცვის მხარე სასამართლო სხდომაზე , აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პროცესზე ასევე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება. „ჩვენ ვაპირებთ, მოვითხოვოთ გიორგი რურუასთვის შეფარდებული ბრალდების ღონისძიების გაუქმება, ანუ მისი გათავისუფლება. რაც შეეხება მოლოდინს, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს მისი დაკავების დღიდან, რადგან ის არის უკანონო პატიმარი. ციხეში იმყოფება მხოლოდ იმის გამო, რომ არის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მონაწილე და მხარდამჭერი. შესაბამისად, რაც მალე დასრულდება მისი უკანონო პატიმრობა, მით უკეთესია ყველასთვის, მით უმეტეს ქვეყნისთვის. ნამდვილად არ მინდა პროგნოზები გავაკეთო, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. ერთი, რაც შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, აუცილებლად დადგინდება სიმართლე, რომ გიორგი რურუა არის უდანაშაულო და ტყუილად მოხვდა ციხეში. ეს აუცილებლად მოხდება, თუმცა როდის, წინასწარ თქმა რთულია“, – აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი. „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს. #news#გიორგი რურუა#სასამართლო პროცესი#ადვოკატი#გათავისუფლების მოთხოვნა