ინფექციური საავადმყოფო სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139951 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. „10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და პერიოდულად, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით მიდის პაციენტების მონიტორინგი. როცა მათ გამოჯანმრთელებას ველით, მათ კვლევას ვიწყებთ pcr ტესტირების სახით. ასეთი ტესტირება გუშინ ჩატარებული იყო 3 პაციენტთან და იყო უარყოფითი პასუხი, ჩვენ ახლა ველოდებით 24 საათის გასვლის შემდეგ განმეორებით ტესტირებას, რის შედეგებსაც მოგახსენებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.