ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ახმეტაში დაჭრეს ოლიმპიური ჩემპიონი, ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მთავარმა არხმა“ და imedinews-მა გაავრცელეს. წინასწარი ინფორმაციით, ზვიადაური ცივი იარაღით დაჭრეს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს. ის ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის დაჭრას წინ უძღოდა სუფრაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების ურთიერთშელაპარაკება. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. ზურაბ ზვიადაურმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ზვიადაური ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30736797.html #ახალი_ამბები #twitter