საქართველოდნა საზამთროს ექსპორტი გაიზარდა

Tbilisi Daily

საქართველოდან საზამთროს ექსპორტი 60-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში ქვეყნიდან 109 000 დოლარის ღირებულების ბაღჩეული პროდუქტი გაიყიდა, საერთო ჯამში 353,9 ტონა. ეს კი თითქმის 60-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 8 თვეში ქვეყნიდან მხოლოდ 1,9 ათასი დოლარის საზამთრო გავიდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან საზამთრო ძირითადად მეზობელ ქვეყნებში იყიდება: სომხეთი - 57.6 ათასი დოლარი (269.1 ტონა) რუსეთი - 47.1 ათასი დოლარი (81.5 ტონა) აზერბაიჯანი - 4.4 ათასი დოლარი (3.4 ტონა)