ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში მოქალაქეები შეიჭრნენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში მოქალაქეები შეიჭრნენ. ისინი ფართების გადაცემას ითხოვენ და აცხადებენ,სოციალურად დაუცველები არიან და წასასვლელი არსად აქვთ. 'ვირთხები დარბიან ჩვენს საცხოვრებელში 5 წელია, აგვიხსენით, ვისაც ხელფასი არ გვაქს და ვერ ვმუშაობთ იმას დახმარება რატომ არ ეკუთვნის'-აცხადებენ აქციის მონაწილეები. ადგილზე სამართალდამცავები და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული. 'ეს პროგრამა გათვალისწინებულია ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის. ეს 4 კორპუსი აშენებულია მერიის პროგრამით და იქ არის მისი კრიტერიუმები. ოჯახს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ 15 წლის განმავლობაში იხადოს ამ სახლის გადასახადი'-განუცხადამერის მოადგილემ შენობაში თვითნებურად შეჭრილ მოსახლეობას.