კომპენსაცია აჭარაში მცხოვრები 30 ოჯახისთვის

Tbilisi Daily

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 30 ოჯახს დაეხმარება. ამისათვის 308 518 ლარი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. თანხას ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 17 ოჯახი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში- 1 ოჯახი, ბათუმში 8 ოჯახი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 4 ოჯახი მიიღებს.