ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, „გირჩის" ტელეარხზე მოხდა კიბერთავდასხმა 

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარტია „გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე „ფეისბუკზე" წერს „გირჩი ტვ"-ზე კიბერთავდასხმის შესახებ. „ცოტა ხნის წინ „დაჰაკეს" „გირჩი ტვ". ტელევიზია და გირჩის production unit, რომელიც ამზადებდა წინასაარჩევნო ვიდეოებს - სრულად პარალიზებულია. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი გავერკვევით რა ხდება", - წერს ჯაფარიძე. პარტიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ფაილები, რაც ჰქონდა ტელეარხს, ყველაფერს ფორმატი ისე აქვს შეცვლილი, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია. „ამ დროისთვის რაღაცები ჩამოვტვირთეთ [სხვა რესურსებიდან] და ეთერში გავუშვით", - ამბობენ პრესსამსახურში. „გირჩი ტვ" სატელევიზიო ეთერში გავიდა 2019 წლის 30 მაისიდან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30917939.html #ახალი_ამბები #twitter